ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველო, თბილისი - 10:42 | 26.01.2017
ნანახია: 1318

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72  (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვის, ძლიერი ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის მონაკვეთზე  კმ110–კმ146 ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 
 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე