საქართველოში თავისი გარეგნობით კმაყოფილია მამაკაცების 75, ქალების - 67 პროცენტი

საქართველო, თბილისი - 11:50 | 25.01.2017
ნანახია: 1496

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა თავის იმიჯს დადებითად აღიქვამს. მათი 71% ან ძალიან ან უფრო მეტად კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით.

ახალგაზრდა მამაკაცების შედარებით 75% კმაყოფილია საკუთარი გარეგნობით, ქალების - 67%.

კვლევის შედეგების მიხედვით, სხვა ცვლადები - ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, დასაქმების სტატუსი, სოციალური ფენა- არ არის დაკავშირებული ახალგაზრდებში გარეგნობით კმაყოფილებასთან.

 ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე