ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლების შესახებაა საუბარი
საქართველო, თბილისი - 10:48 | 25.01.2017 ნანახია: 1545
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტში საქართველოში მედიათავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეა საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილი იყო რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას.
„რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიათავისუფლების და მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიერ აღნიშნული საკითხის რეზოლუციის პროექტში შეტანას მხარი ბევრმა პარტნიორმა ქვეყანამ დაუჭირა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილება სრულად არ იქნა გათვალისწინებული.
„ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილება, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, სადაც აღნიშნულია, რომ მედია გარემოს კუთხით საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს საუკეთესო გარემოს იმისთვის, რომ მედიამ შეძლოს თავისუფლად არსებობა, საქმიანობა და შექმნას პლურალისტური გარემო. ამ ნაწილს მომხსენებელი დაეთანხმა. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს აჩენს, რაც ჩვენ ისედაც ვიცით. ცნობილია, რომ ეს დავა იწვევს საკმაოდ დიდ ვნებათაღელვას. სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ, რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ეს კითხვები მოიხსნას. ვფიქრობ, რომ პრინციპში, ძირითადად, მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიური შეფასებები და მოსაზრებებიც არის ასახული რეზოლუციაში. მიმაჩნია ასევე, რომ შესაძლებელი იყო მომხსენებელს უფრო მეტად ჩაეხედა საკითხის არსში და საქართველოში არსებული მედია კონტექსტი უკეთესად ყოფილიყო შეფასებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ამოცანაა პრინციპში, რომ საზოგადოებას და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სწორედ ამ ამოცანას ვემსახურებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, 2015 წლიდან, შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. ამ რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















