საქართველოში ახალგაზრდების 62%-ს მშობლები არჩენენ, 70% მათთან ცხოვრობს, - კვლევა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 25.01.2017
ნანახია: 1284

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული  ახალგაზრდების 62%-ს მშობლები არჩენენ, 70% მათთან ცხოვრობს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 62 პროცენტს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. 19-24 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 64%, ხოლო 25-29 წლის 35%-ია დამოკიდებული მშობლებზე ფინანსურად. ახალგაზრდების 70% ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. 19-24 წლის ახალგაზრდების კატეგორიაში ეს მაჩვენებელი 67% არის, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რესპონდენტების მხოლოდ 52% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუსჯგუფის დისკუსიებს. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პირისპირ ინტერვიუ. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომიკურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავლა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე