მამაკაცს საჭის მართვისას ფეხზე დგომისათვის ასამართლებენ

საქართველო, თბილისი - 10:14 | 25.01.2017
ნანახია: 1400

26 წლის ინგლისელი ადამ ელიოტი კაბრილოეტის სახიფათო მართვაში დაადანაშაულეს. კერძოდ მას სასამართლომ იმაში დაადანაშაულა, რომ ავტომობილის მართვისას ფეხზე იდგა. ადამ ელიოტი ცდილობდა თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას და აცხადებდა, რომ მანქანის მართვისას იჯდა და ცრუ შთაბეჭდილება მხოლოდ მისი სიმაღლის გამო შეიქმნა.  

თავდაპირველად ელიოტმა დანაშაული აღიარა, მაგრამ მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და საქმე მხოლოდ მის სიმაღლეშია - როდეასც საჭეს მართავს, ყველა ფირქობს რომ ფეხზე დგას. ელიოტის თქმით, თავდაპირველად დანაშაული იმიტომ აღიარა, რომ მას ასე ურჩიეს.

ინციდენტი ქალაქ გეიტსჰედში მოხდა, როდესაც ელიოტს - პროფესიით ავტოდილერს, მანქანა შემკვეთთან მიჰყავდა.  

ელიოტს მართვის მოწმობა ერთი წლით უკვე ჩამოერთვა. საბოლოო ვერდიქტს კი თებერვალში ელოდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე