ალეპოელმა 7 წლის გოგონამ ტრამპს წერილი მისწერა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.01.2017
ნანახია: 1372

7 წლის ალეპოელმა გოგონამ ბანა ალაბედმა დონალდ ტრამპს ღია წერილი მისწერა.

„თქვენ რამე უდა გააკეთოთ სირიელი ბავშვებისთვის, რადგანაც ისინი ისეთივე ბავშვები არიან, როგორიც თქვენი შვილები. ისინი ისევე იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას, როგორც თქვენი ბავშვები,“-ნათქვამია წერილში.

ბანა ალაბადი მსოფლიომ ტვიტერიდან გაიცნო. საომარი მოქმედებების პერიოდში ის სოციალურ ქსელში დედის დახმარებით იმ საშინელებებზე წერდა, რაც ქალაქში ხდებოდა. ოჯახმა ალეპო დეკემბრის ბოლოს, ევაკუაციისას დატოვა. ამჟამად ალაბადები თურქეთში იმყოფებიან.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე