თიბისი გალერეაში, ჟურნალ XII-ის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის მოწვეული რედაქტორი თიბისი ბანკია

საქართველო, თბილისი - 12:17 | 24.01.2017
ნანახია: 1254

25 იანვარს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში,  ჟურნალ XII-ის პრეზენტაცია გაიმართება, რომლის მოწვეული რედაქტორი თიბისი ბანკია.

პრეზენტაციის პარალელურად, დამთვალიერებელი პირველად ნახავს მომღერალ ნიაზ დიასამიძის მიერ ანბანის თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს.

ნიაზის სერია „ქართული ანბანი“ ჟურნალის მთავარ თემას - პროექტ  #წერექართულად იდეას დაემთხვა. სწორედ ამიტომ ჟურნალის ყდაზე და გალერეაში ნახავთ ნიაზ დიასამიძის მიერ ქართული ანბანის თემაზე   შექმნილ ნამუშევრებს.

გთხოვთ, გვეწვიოთ.

მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე