შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 24.01.2017
ნანახია: 1243

შუახნის მამაკაცი დაიღუპა რკინიგზაზე - დიდუბე ავჭალის გადასასვლელთან. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.

მომხდარს სამართალდამცველები იკვლევენ. სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე