საქართველოში 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 10:15 | 24.01.2017
ნანახია: 1419

საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.

„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე