ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 23.01.2017
ნანახია: 1317

ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ურეკი-სუფსის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდადან იყო.

გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე