EDITORIAL- გველის თუ არა მორიგი რევოლუცია?
საქართველო, თბილისი - 10:43 | 26.10.2015 ნანახია: 37039
სათაურად გამოტანილ კითხვაში «რევოლუცია» შეიძლებოდა შეგვეცვალა «გადატრიალებით», ან «ხელისუფლების დამხობით». ამით არსი სრულებით არ შეიცვლებოდა. ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად კი, «რევოლუცია წარმატებული გადატრიალებაა», ხოლო «გადატრიალება» – წარუმატებლად დასრულებული რევოლუცია». გააჩნია ვის, რა და როგორ . . .
საქართველოს ახლად შექმნილმა სუს-მა (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) აღძრა სისხლის სამართლის საქმე 315-ე მუხლით «შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მიზნით». ეს «ხელში ჩაგდება» მაინც განსაკუთრებით საინტერესოა და წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ «ღრმა სისხლისსამათრლებრივ რეფორმას» უკავშირდება. მათ შორის, «სისხლის სამართლის კოდექსში» შეტანილ ცვლილებებს:
«ხელში ჩაგდების» ინტერპრეტაცია ძალიან ფართოდ შეიძლება. დაახლოებით ისე, როგორც წინას წინა ხელისუფლება (შევარდნაძე) საუბრობდა «საპარლამენტო გადატრიალებაზე», იმ შემთხვევაში, თუ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია მოიგებდა. ან ისე «შემოქმედებითად», როგორც წინა ხელისუფლებამ განმარტა სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლი, რაც «უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოებრივად მავნე მასალების გადაცემას» ჯაშუშობად აღიარებდა. სწორედ ამ მუხლით დააპატიმრეს ფოტოგრაფები: «26 მაისის მიტინგის დარბევის ფოტოები უცხო ქვეყნის ორგანიზაციებს (ანუ მსოფლიო სააგენტოებს) რატომ გადაეცით და ამ ჯაშუშურ საქმეში პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფ გედენიძეს რატომ დაეხმარეთო».
რა თქმა უნდა, ახალი სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში «რუსთავი 2»-ის გარშემო საპატრულო მანქანებისა და სათვალვალო კამერების მომრავლება, მოდური ტერმინოლოგიით, «მკაფიო მესიჯია», რომ ხელისუფლება ამ ტელევიზიას, დიახაც, აღიქვმას მომავალი გადატრიალების (რევოლუციის) «შტაბად» და სწორედ მასზე აქვს ეჭვი «ხელისუფლების ხელში ჩაგდების» კონტექსტში.
ეს პირდაპირი გაფრთხილებაა – არა მხოლოდ მინიშნება, რაკი ზუსტად ასე აღიქვამენ მათ აქტივობებს. მაგრამ ამის გამო ეგზალტირებულად დრამატული აღშფოთება («ნაციონალთა» მხრიდან) მაინც უადგილო იქნება, რადგან თავადაც ზუსტად ასე (ანუ «რევოლუცია-გადატრიალების შტაბად») აღქივამდნენ «ტელეიმედს» 2007 წელს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მეშვეობით ხდებოდა ოპოზიციურად განწყობილი სოციალური სეგმენტის და პოლიტიკური ოპოზიციის განწყობათა კანალიზაცია, მისი ლეგიტიმიზება. დაახლოებით ისევე (თუმცა არა ამ მეთოდებით), როგორც «რუსთავი ორი» ახერხებს საბრალო მოვაჭრეთათვის უმძლავრესი ტრიბუნის დათმობას ზუგდიდის ბაზარში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ანუ აქ ყველაფერი ნათელია და ნაცნობი, უკვე მრავალგზის გავლილიც, – იმ «წრის» ფარგლებში, რომელშიც გაუთავებლად ვბრუნავთ ჯერ კიდევ 1991 წლის «გადატრიალება-რევოლუციის» ეპოქიდან.
ბევრად უფრო რელევანტურია კითხვა: არსებობს კი ამჟამად რესურსები მორიგ «წრეზე» წასასვლელად, ანუ შეძლებენ კი «ნაციონალები» კიდევ ერთხელ განახორციელონ ის, რაც თავად მოახერხეს (ისევ ეს «მოახერხეს») 2003 წელს?!
უნდა ითქვას, რომ მიშას მეგობრები ამით უკვე უნიკალურნი არიან, რაკი საქართველოში გადატრიალება კი მომხდარა (მათ შორის საპარლამენტო – 2012 წელს), მაგრამ გადმოტრიალება – არასოდეს! ხოლო «ნაციონალური მოძრაობა» ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ კი არ გაქრა, არამედ შენარჩუნდა და არათუ თავი შეინარჩუნა, არამედ უკვე ისეთი სიტუაცია შექმნა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია სისხლის სამართლის საქმე 315 მუხლით აღძრას – პირველად, 2007 წლის შემდეგ, როდესაც 2 ოქტომბერს ქვეყნიდან სამარცხვინოდ გაპარულმა ადეიშვილმა ზუსტად ამ მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ!
ქართველ ლიბერალთა «აიათოლა» ლევან ბერძენიშვილმა (ვარდების რევლუციის აქტიურმა მონაწილემ) ამის თაობაზე ძალიან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «13%-იანი რევოლუცია არ გამიგიაო». ეს გამონათქვამი მრავალმხრივ საინტერესოა. ჯერ ერთი, ამით «ქართული ოცნების» ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა, რომ NDI კვლევა სიმართლეა და ნაციონალებს მართლა 13% აქვთ. ოღონდ ეს აღიარება იმის აღიარებასაც ნიშნავს (მოსწონს მას თუ არა, უნდოდა ამის თქმა თუ არა), რომ «ოცნებას», იმავე კვლევით, მართლა აქვს 11%. ესე იგი, უკვე ჩამორჩება მიშას პარტიას!
გარდა ამისა, განა რამდენი პროცენტია საჭირო რევოლუციისთვის? თუ მექანიკურად განვსაზღვრავთ, 13% ასეულობით ათასი ადამიანია. არადა, რევოლუცია (თუ გადატრიალება) არასდროს არ არის დამოკიდებული «გადამტრიალებელი» ძალის მომხრეთა ოდენობაზე, იგი დამოკიდებულია ხარისხზე, ანუ მხარდამჭერი მასის პასიონარულობასა და აქტიური, უკანმოუხედავი, თამამი მოქმედების უნარზე!
2003 წლის რევოლუცია წარმატებული იმიტომ კი არ იყო, რომ რევოლუციონერებს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა! შეგახსენებთ: 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად, 7-პროცენტიანი (!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა ბლოკმა და თორმეტმა პარტიამ გადალახა. უმრავლესობას პარლამენტში ვერც ერთი მათგანი ვერ შექმნიდა. თუმცა ის არჩევნები, სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატმა «ანტიდემოკარტიულად და გაყალბებულად» გამოაცხადა და ხელისუფლებაც დაამხო. სამაგიეროდ, «დემოკრატიის ტრიუმფი» გახდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად შეიქმნა, ფაქტობრივად ერთპარტიული, საკონსტიტუციო, «ტოტალური უმრავლესობა».
2003 წლის ნოემბერში, «21%-იანმა სააკაშვილმა», «7%-იან ჟვანია–ბურჯანაძესთან» ერთად, ძლიერი, გაბედული და აქტიური მოქმედებით შეძლო «გადამწყვეტ მომენტსა და გადამწყვეტ ადგილას» შეეგროვებინა ის პასიონარული უმცირესობა, რომელიც რეალურად ქმნის ყველა ქვეყნის ისტორიას – ობივატელური და სახლში (ტელევიზორთან) მოკალათებული უმრავლესობისაგან განსხვავვებით.
მაშასადამე, მთავარი კითხვაც სწორედ ესაა: შეძლებს კი მიშას რაზმი, იმავე «რუსთავი 2»-ის მეშვეობოთ, გადამწყვეტ მომენტში (2016 წლის არჩევნების გაყალბების, «გაზპრომთან მოღალატური გარიგების» თუ ნებისმიერი სხვა საბაბით) კვლავ მოიზიდოს ის პასიონარული უმცირესობა, რომელიც მუდამ მზადაა «შევარდეს» ისევე, როგორც «შევარდა» 2003 წლის 22 ნოემბერს, რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობაში, როცა ედუარდ შევარდნაძე გულმოდგინედ კითხულობდა ტექსტს ჩხოროწყუს რაიონში მსხვილფეხა საქონლის წველადობის თაოაბზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და კვლავ: უბრალოდ, სასაცილოა იმის იმედად ყოფნა, რომ თუ ქვეყანაში შეიქმნა «137 ახალი საწარმო» ან ლარი დასტაბილურდა, GDP per capita გაიზარდა, თურმე ეს გადაარჩენს ხელისუფლებას მორიგი რევოლუციისგან: აქტიურად უკმაყოფილო, პასიონარული (ქართულად თუ ვიტყვით გაავებული) უმცირესობა ყოველთვის მოიძებნება. ეს კი ასეულობთ ათასი ადამიანია! გააჩნია, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია იმ საზოგადოებრივ და სოციო-ფსიქოლოგიურ საზრისთა დამკვიდრებას, რომლებიც შესაბამისად გაჟღენთენ ატმოსფეროს და «რევოლუცია-გადატრიალების» ლეგიტიმაციის (ჟარგონით თუ ვიტყვით «გაპრავების») ტექნოლოგიურ საშუალებად იქცევიან.
რაც მეტი კატასტროფული შეცდომა მოუვა «ოცნებას», მით უფრო გაიოლდება ეს საქმე! რაც უფრო ხშირად წარმოჩინდება ხელისუფლება გაუბედავად, დაბნეულად, შეშინებულად, ისტერიულად და უმწეოდ (!) გაანჩხლებულად, მით უფრო მეტია შანსი, რომ რევოლუციურად განწყობილ ადამიანთა მასამ კრიტიკულ ოდენობას მიაღწიოს. არადა, საქართველოში, როგორც ამ ქვეყნის უახლესი ისტორია უტყუარად გვასწავლის, «საკმარისობის კვოტა» ძალზე მცირეა: სულ რამდენიმე ათეული ათასი აქტიური და გაავებული ადამიანი!
ამიტომ გონიერი ხელისუფლება ან საერთოდ არ დაიწყებდა «გაზპრომზე» ლაპარაკს, ან, თუკი დაიწყო, ისეთ შთაბეჭდილებას არ დატოვებდა, რომ კი წამოიწყო, მაგრამ უმალვე შეეშინდა, «ჩაისველა» და უკან დაიხია;
წინდახედული ხელისუფლება ან გამოგლეჯდა ხელიდან ქიბარ ხალვაშს იმ დამღუპველ სარჩელს, რომელიც ნებისმიერი თვალსაზრისით წამგებიანი და უპერსექტივოა, ან, თუ მართლა თვითონ დააწყებინა ეს სამკვდრო-სასიცოცხლო დავა, მაშინ მოსამართლეს ასე არ «დააჩმორებინებდა» მეორე მხარეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოში მთავრობის ბედს განსაზღვრავს არა ეკონომიკის მდგომარეობა, არა სამუშაო ადგილების სიმრავლე, არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არამედ ის, თუ რამდენად თავდაჯერებული და ძლიერი ჩანს (!) ხელისუფლება ხსენებული «პასიონარული უმცირესობის» თვალში, რომელიც მუდამ მზადაა ნგრევისა და რევოლუციისთვის. მით უმეტეს, როცა საკუთარი განწყობის რეალიზების საშუალებას აძლევს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი.
პოლონური წარმოშობის დიდი ამერიკელი მეცნიერი, თანამედროვე პოლიტოლოგიის «გურუ» და «მასტოდანტი», ზბიგნევ ბჟეზინსკი იშვიათად ლაპარაკობს საქართველოზე, მაგრამ ერთხელ რაც თქვა, თქვა გენიალურად: «სანამ საქართველოში ხელისუფლება გამოიყურება (!) როგორც ძლიერი, იგი ასეთად დარჩება».
EDITORIAL
პოლიტიკა
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
- Shell-ის საავტომობილო ზეთები - ინოვაცია მოძრაობაში
- Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ახალი მიმართულება ჰოლდინგმა ბიზნესფორუმზე კორპორაციულ მომხმარებლებს წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება