აშშ-ის საელჩო ახალგაზრდა მეწარმეებისა და ლიდერებისთვის გაცვლით პროგრამას აცხადებს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 18.01.2017
ნანახია: 1468

ამერიკის საელჩო ახალგაზრდა მეწარმეებისა და ლიდერებისთვის გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმოგზაურებენ აშშ-სა და ევროპაში ახალი გამოცდილებისა და უნარების შესაძენად.
პროგრამა YTILI დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
აპლიკაციის შესავსებად ბოლო ვადა 9 თებერვალია. პროგრამაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე მონაწილე მიიღებს. პროგრამაში მონაწილეობა 24-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.
საპლიკაციო ფორმის და დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე