ლიბიის თვითმფრინავის გამტაცებლები ციხიდან კადაფის შვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:23 | 23.12.2016
ნანახია: 1585

ლიბიის ავიაკომპანია Afriqiyah-ის თვითმფნავის გამტაცებლებმა თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს. მათი განცხადებით ისინი დაჯგუფება ”ალ-ფათიჰ-ალ-ჯადიდის” წევრები არიან და ციხიდან ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ადგილობრივი ტელეარხის NET News-ი აეროპორტში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემს. კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე დგას.

მალტის მედიის ცნობით, ლიბიის თვითმფრინავი ასრუელბდა რეისს საბჰადან ტრიპოლის მიმართულებით, თუმცა გამტაცებლების მოთხოვნით მან კურსი შეიცვალა და მალტაში დაეშვა. წინასაწრი მონაცემებით, ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება, მათგან 7 ეკიპაჟის წევრია. მედია გამტაცებლების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს. ტელევიზიების ინფორმაციით, მათ მგზავრებიც გაათავისუფლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე