მინისტრმა სექს-სათამაშოს საჩუქრისთვის გამოხატული რეაქციის გამო ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 15.12.2016
ნანახია: 2414

ჩილეს ეკონომიკის  მინისტრმა ლუის ფელიპე სესპედესმა ბოდიში მოიხადა იმ სასიხარული რეაქციის გამო, რომელიც მან სექს-სათამაშოს ჩუქების შემდეგ გამოხატა. როგორც ”ბი ბი სი” წერს, გასაბერი ქალი მინისტრს ადგილობრივი იმპორტიორების ასოციაციაზე გადასცეს.

შიშველი გასაბერი სექს-თოჯინა მას  საჩუქრად Asexma-ს იმპორტიორების ასოციაციის წლის შედეგების შეჯამების ცერემონიაზე მიიღო.

დამსწრე საზოგადოება საჩუქარს მხიარულად შეხვდა. სათამაშო სახეზე დამაგრებული ჰქონდა დაფა წარწერით: ”ეკონომიკის სტიმულირებისათვის”.

სოციალური ქსელი მომხდარის გამო აღშფოთებისგან ”აფეთქდა”. საჩუქარს მაჩიზმის (ხაზგასმულად მამაკაცური ქცევა) ვულგარული გამოვლინება უწოდეს. აღშფოთებულებს შეუერთდა ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტიც.

სესპედესმა თავი იმართლა და განაცხადა, რომ მსგავსი საჩუქარი მოულოდნელი იყო და შეუსაბამო რეაქციისთვის ბოდიში მოიხადა.  

თავის მხრივ ბოდიში მოიხადა Asexma-ს წარმომადგენელმაც. მისი თქმით, ქალების დამცირების განზრახვა არ ჰქონია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე