აზერბაიჯანში ნავთობშემკრებ პუნქტზე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 15.12.2016
ნანახია: 1434

აზერბაიჯანში კასპიის ზღვაში ნავთობშემკრებ პუნქტზე 150 მეტრის სიგრძის ესტაკადის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც SOCAR-ი იუწყება,  10 ადამიანი უგზოუკვლოდაა დაკარგული.

კორპორაციის ინფორმაციით, ინციდენტი დილის 5 საათზე ძლიერი ქარის შედეგად მოხდა.

დაკარგული მენავთობეების ვინაობა ცნობილია. მიმდინარეობს სამაშველო-საძიებო სამუშაოები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე