ამბოხებულები: ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა
საქართველო, თბილისი - 09:41 | 15.12.2016 ნანახია: 1719
სირიაში ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება მიღწეულია, ამის შესახებ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი თქმით, შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს დილით უნდა შევიდეს. მოსკოვი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, ”ფრანც პრესის”სირიის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ კი ეს ინფორმაცია უარყო.
ამასთან ბაშარ ასადის მხარეს მყოფმა მებრძოლებმა სააგენტო ”როიტერს” ახალი შეთანხების” ფაქტი დაუდასტურეს. მათი თქმით, ქალაქის დატოვება ამბოხებულებს, მათ ოჯახებსა და ყველა მსურველს შეეძლება.
მანამდე მიღწეული შეთანხმება ევაკუაციის შესახებ, რომლის გარანტად რუსეთი და თურქეთი გამოვიდა, ძალაში შესვლისთანავე დაირღვა. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ ადგილობრივი დროით დილის 5 საათიდან უნდა დაწყებულიყო.
რუსული მხარე ცეცხლის განახლებაში ამბოხებულებს ადანაშაულებდა.
ამასთან ალეპოში ბი ბი სის არაბული სამსახური აცხადებს, რომ თავდასხმა ამბოხებუელბს არ განუხორციელებიათ, მათი მონაცემებით, ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან სახელისუფლებო არმიამ გახსნა.
”ბიბისის” ინფორმაციით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში 50 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფება.
რამდენიმე მათგანმა შეძლო, სოციალური ქსელით ეთხოვა მსოფლიოსთვის, გადარჩენაში დახმარებოდნენ.
ქალაქის აღმოსავლეთით მცხოვრებმა აქტივისტმა, ლინა შეიმიმ „ტვიტერზე“ ვიდეომიმართვაში აღნიშნა :
”ასადმა და ირანელებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს, გენოციდი კვლავ გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქშია კვლავ ჩაკეტილი და არავის შეუძლია ალეპო დატოვოს“.
”გასულ ღამეს დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სახელისუფლებო ძალები ინტენსიურად უხსნიან ცეცხლს ალეპოს.“ ამბობს, ”სიენენის” სირიელი ჟურნალისტი ბილალ აბდულ ქარიმი
ქარიმი წერს, რომ ამბოხებულები მზად არიან დანებდნენ და ქალაქიდან გავიდნენ.
კიდევ ერთი ალეპოელი აქტივისტი, სალაჰ აშკარი კი წერს, რომ მოსახლეობა პანიკაშია და თავშესაფრებს ეძებს.
7 წლის ბანას ტვიტერზე წერს:
”მე ბანა ვარ, 7 წლის. ახლა მსოფლიოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან ველაპარაკები. ახლა, შესაძლოა, ჩემი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს”.
მშვოდობიანი მოსახლეობის გარდა ქალაქის ამ ნაწილში 400-მდე ამბოხებულიც იმყოფება.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















