გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალმა მე-16 საუკუნის ფრესკები დააზიანა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 14.12.2016
ნანახია: 1861

გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის გუმბათიდან წყალი ჩადის. წყალმა მე-16 საუკუნის ფრესკები დააზიანა.

ადგილზე  უკვე მუშაობენ რესტავრატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ ფრესკები არ განადგურდება, თუმცა პირვანდელ იერსახეს დაკარგავს.

გელათის მონასტრის გადახურვითი სამუშაოები ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება და 2017 წელს უნდა დასრულდეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე