მეტროსადგური „სამგორი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

საქართველო, თბილისი - 11:14 | 14.12.2016
ნანახია: 1356

მეტროსადგური „სამგორი“  მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება, აღნიშნულის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგური „სამგორი“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან   პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“.

„ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები  და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, აღნიშნულია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე