ნებისმიერი თრობის საშუალება, თუნდაც ეს იყოს მსუბუქი ნარკოტიკი, ქრისტიანულად ცოდვად ითვლება - მამა თეოდორე გიგნაძე

საქართველო, თბილისი - 10:00 | 14.12.2016
ნანახია: 1638

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას მამა თეოდორე გიგნაძე არ ეთანხმება, რადგან მისი შეფასებით, ეს ქრისტიანულად ცოდვად ითვლება.

ამის შესახებ სასულიერო პირმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, თუმცა კონკრეტულ სასჯელთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მსგავსი საკითხის გადაწყვეტა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

„ეკლესიურად არსებობს ცნება ცოდვისა. სახელმწიფოში დანაშაულად არ ითვლება აბორტი, მაგრამ  ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. ასევე არ ითვლება დათრობა დანაშაულად, თუ ის საჭესთან არ დაჯდება, მაგრამ ქრისტიანულად ეს ძალიან მძიმე ცოდვებში ითვლება. აქედან ნებისმიერი თრობის საშუალება, მათ შორის ნარკოტიკი, თუნდაც ეს იყოს მსუბუქი ნარკოტიკი, როგორიცაა მარიხუანა, ეს ცოდვად ითვლება,“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე