საქართველოს პრეზიდენტი სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 15:04 | 13.12.2016
ნანახია: 1348

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს, -ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრეზიდენტის სახელით და პირადად ჩემგანაც სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას და საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპერატორისა და ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. სამძიმარს ვუცხადებთ სოფოს ოჯახს, ტელემედიას და მის ყველა კოლეგას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე