სტამბოლის ტერაქტებისას დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 12.12.2016
ნანახია: 1539

სტამბოლის ტერაქტებისას დაღუპლთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეარხი NTV სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 38 დაღუპულის შესახებ.

დაღუპულთა შორის 33 პოლიციელია. 150-ზე მტი ადამიანი საავადმყოფოში რჩება.

სტამბოლის ცენტრში ფეხბურთის სტადიონთან ორი აფეთქება  10 დეკემბერს მოხდა. ტერაქტზე პასუხიმგებლობა ქურთულმა დაჯგუფებამ ”თავისუფლების ქორებმა” აიღეს.

მომხდარის შემდეგ სპეცოპერაციების შედეგად პროქურთული პარტიის 120-მდე აქტივისტი დააკავეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე