კამერონი ევროს ჩამოშლას პროგნოზირებს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 12.12.2016
ნანახია: 1464

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ვარაუდობს, რომ ევროპის ერთიანი ვალუტა - ევრო - ჩამოიშლება. აღნიშნულის შესახებ კამერონმა ინდიანას შტატში, DePauw University-ის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

 „მე არ ვიცი ის კიდევ რამდენს გაუძლებს“, ციტირებს ექსპრემიერის სიტყვებს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail-ი.

კამერონის აზრით, ევროზონას სამომავლოდ ძალიან ბევრი პრობლემა ელოდება. ბრიტანემა პოლიტიკოსმა განაცხადა ისიც, რომ „ევრო არ მუშაობს ისე, როგორც ეს თავში იყო დაგეგმილი“.

„ზოგიერთ ქვეყნებს წლებია არ უნახავს ის ზრდა რაც შესაძლოა მათ ქონოდათ. ევროზონას აქვს ერთიანი ვალუტა, თუმც ერთიანი ფინანსური და საგადასახადო სისტემა არ გააჩნიათ. ეს კი დიდ პრობლემებს ქმნის“, მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ მინისტრი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე