წიგნები საჩუქრად „საბასგან" თბილისის ავტობუსების გაჩერებებზე
საქართველო, თბილისი - 11:49 | 06.12.2016 ნანახია: 1479
პირველად საქართველოში, მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ, ქუჩაში ჩამოტვირთონ ელექტრონული და, მათ შორის, ხმოვანი წიგნები. წიგნის ჩამოტვირთვა მკითხველებს თბილისში, 70 სხვადასხვა გაჩერებაზე შეუძლიათ.
ეს გაჩერებები მგზავრებისა და ქუჩაში გამვლელებისათვის ადვილად ამოსაცნობია. თიბისი ბანკის პროექტის #წერექართულად დიზაინით გაფორმებულ გაჩერებებზე წარმოდგენილია „საბას" წიგნის QR კოდი, რომლის დასკანერების საშუალებით შესაძლებელია ამ წიგნის საჩუქრად მიღება.
ნებისმიერი ადამიანი თავის ტელეფონში, აპლიკაცია Saba Raader-ის საშუალებით შეძლებს, უფასოდ ჩამოტვირთოს ელექტრონული წიგნი „საბას" ელექტრონული წიგნების სახლიდან. ეს წიგნი განთავსდება Saba Raader-ში, მის პირად ბიბლიოთეკაში.
ყველა გაჩერებაზე შესაძლებელია ერთი და იგივე წიგნის საჩუქრად მიღება. სასაჩუქარე წიგნი ყოველთვიურად შეიცვლება.
დეკემბერში გაჩერებებზე მგზავრები „საბასგან" საჩუქრად მიიღებენ ხმოვან წიგნს „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". ზღაპრებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები - მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, მერაბ გეგეჭკორი.
ხმოვანი წიგნის ჩამოტვირთვას მგზავრები შეძლებენ საკუთარი სმარტფონის 3G ინტერნეტით - აპლიკაციაში Saba Reader არსებული QR წამკითხველის მეშვეობით. თუმცა, იმისათვის რომ ხმოვანი წიგნი პირადი ონლაინ ბიბლიოთეკიდან უშუალოდ მოწყობილობის მეხსიერებაში ჩაიტვირთოს, ამისათვის ერთჯერადად დაჭირდებათ WiFi. ამის შემდეგ წიგნის მოსმენა უკვე ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი
იანვარში სხვა ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვას შეძლებენ, იგივე QR კოდით და იმავე პროცედურით. ლიტერატურა, რომელსაც „საბა" მკითხველებს შესთავაზებს მრავალფეროვანი იქნება, მკითხველს შეეძლება იკითხოსან მოისმინოს, როგორც ქართული, ისე უცხოური (ქართულად ნათარგმნი) პოპულარული წიგნები - ელექტრონული თუ ხმოვანი.
ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია საქართველოში პირველად „საბამ" შექმნა და ამ დროისათვის saba.com.ge-ზე 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნია ხელმისაწვდომი.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















