,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:26 | 29.11.2016 ნანახია: 1688
,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი ყრილობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტსაბჭოს წევრები დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას უჭერენ მხარს.
ამასთან, განცხადების ავტორები პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმედგი არიან, რადგან, მათი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად.
,,8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა გამარჯვებისთვის და გეგმავდა არაერთი მაჟორიტარული ოლქის მოგებას. ობიექტურიდა სუბიექტური მიზეზების გამო არჩევნები დასრულდა ქვეყნისათვის სავალალოდ.სასურველი შედეგის მისაღწევად ოლიგარქმა გამოიყენა ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი, ძალოვანი სტრუქტურები, ძალოვანებთანსინქრონში მოქმედი კრიმინალური სამყარო, ხოლო რიგ უბნებზე - პირდაპირი დარბევა.შედეგად, ივანიშვილისადმი დაქვემდებარებულმა და მისთვისსასურველმა პრორუსულმა ძალებმა პარლამენტში მანდატების 82% მიიღეს, რაც არ ასახავს ქართული საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ნაციონალური მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ხმა და ის რჩება კოლაბორაციონისტული რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად.
ამ სიტუაციაში, ორმაგად მნიშვნელოვანია ჩატარდეს დიდი, მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობა (მინიმუმ 7000 დელეგატი), რომლის მოწვევის წესი ჩვენს მიერ უკვე შემუშავდა და წარედგინა პარტიის პოლიტსაბჭოს. ასეთმა ყრილობამ მექანიკურად კი არ უნდა აირჩიოს მმართველი ორგანოების ახალი შემადგენლობა, არამედ უნდა გამართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა შევცვალოთ, რომ დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი. უნდა გაიზარდოს რეგიონული ლიდერების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლი პარტიის მმართველობაში. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მომხრეებს შორის გაჩნდა ძლიერი მოთხოვნილება, რათა მონაწილეობა მიიღონ ყრილობაში და პარტიის სამომავლო ბედის განსაზღვრაში. ყრილობა უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი ფენისა და ინტერესის გამომხატველი ერთობა, მიზიდულობის რეალური ცენტრი, სადაც განსხვავებული ადამიანები საკუთარ ადგილს დაინახავენ საერთო მიზნისთვის ბრძოლაში.
ასევე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას ენმ-ის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით:
ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად და რომ ჩვენი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები აღარ წამოადგენენ დაპირისპირების საგანს ოლიგარქთან. ეს იქნება დეკლარაცია, რომ პარტია ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს, რაც აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბრძოლას. ამ ნაბიჯის სასარგებლოდ არ არსებობს არცერთი პრაგმატული არგუმენტი. პარტიიდან მისი დამფუძნებლისა და მთავარი საარჩევნო კაპიტალის, მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების მცდელობა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ:
- პოლიტსაბჭოს 2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, ხოლო ის გარემოებები, რომელთა გამოპოსტი ვაკანტურია, არ შეცვლილა.
- „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს აქვს დიდწილად ცერემონიული უფლებამოსილებები. შესაბამისად, ამ პოსტის ვაკანტურობა პარტიის ეფექტურობას არაფერში უშლის ხელს.
- თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურობა რომ შემაფერხებელი ფაქტორი ყოფილიყო, მაშინ ეს თავიდანვე - ან, როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე - უნდა თქმულიყო, რაც არ გაკეთებულა.
- პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აქვთ იდენტური უფლებამოსილებები. შესაბამისად, ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვინდა, შესაძლოა გაკეთებულ იქნას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიერ.
- პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით, „ნაციონალური მოძრაობა“ დე იურე აღიარებს პოლიტიკური დევნის შედეგებს, რაც უაღრესად დამაზიანებელი იქნება პარტიისთვის და უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შემდგომ სამართლებრივ დაცვაზე. მძიმე გამოწვევები, რომლებიც 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა, დროსთან ერთად, მხოლოდ გაღრმავდება. ნათელია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალაუფლების მონოპოლიზებას, ინსტიტუტების გაუქმებასა და ტოტალიტარული, ოჯახურ-კლანური ვერტიკალის გამყარებას. ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს,მნიშვნელოვანია, ღიად განვაცხადოთ: რომ ვართ ყველა მხარდამჭერის ხედვებისა და მისწრაფებების ამსახველი ფართო, დემოკრატიული ერთობა. მომავალი ყრილობა განსაზღვრავს, დავუბრუნდებით თუ არა საწყისებს და ისევ გავხდებით თუ არა საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელიც გახსნილი იქნება უკლებლივ ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა რუსული ოკუპაცია და ივანიშვილია. ძალა ერთობაშია, საქართველო გაიმარჯვებს!"- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები არიან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრები:
ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, აკაკი მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, პაატა ლეჟავა, კახა ბუცხრიკიძე, ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი კარბელაშვილი, ომარ მეგრელიძე, გიორგი პატარაია, გოჩა კუპრავა, კობა ხაბაზი, გოჩა ლემონჯავა, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















