ნიკა გვარამია ხალვაშის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტაციის შესწავლას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 28.11.2016
ნანახია: 1444

რუსთავი  2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს შეისწავლონ, რუსთავი 2-ის საქმეზე, ქიბარ ხალვაშის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რევაზ ბერიაშვილი იყო რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორი.

გვარამია, ამ პირისა და სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. 

"მივმართავთ პროკურატურას შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია, მოვითხოვთ პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანის, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა, ეს არის ვითომ, რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც არ ყოფილა არასდროს დირექტორი, რევაზ ბერიაშვილი. ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ყალბი დასკვნა ერთ დღეში გააკეთა. ეს მოთხოვნები პროკურატურაში და უზენაეს სასამართლოში დღესვე შევა,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე