უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა მე-6 კორპუსის შენობა დატოვონ

საქართველო, თბილისი - 15:24 | 28.11.2016
ნანახია: 1508

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოითხოვენ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა  მე-6 კორპუსის შენობა დატოვონ.

 ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფმა აქცია გამართა და  მეექვსე კორპუსში სწავლის პროცესის განახლება მოითხოვა.  აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია „აუდიტორია 115“-ის სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა. აუდიტორია 115-ის წევრებმა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა თსუ-ის პირველ კორპუსში გადაინაცვლეს, ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკებას მართავენ.

როგორც აქციაში მონაწილე სტუდენტებმა  განაცხადეს,  იმ შემთხვევაში, თუ  შეტანხმებას ვერ მიაღწიეს,  შემდგომ პრობლემების მოსაგვარებლად აპირებენ თსუ-ს რექტორს, გიორგი შარვაშიძეს მიმართონ.

აუდიტორია 115-ის წევრები შენობის დატოვებას არ აპირებენ.


„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებს მე-5 დღეა რაც თსუ-ს მე-6 კორპუსი დაკავებული აქვთ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე