ბათუმის ბულვარში, ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 21.11.2016
ნანახია: 1228

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან, ასევე მუნიციპალური ადმინისტრაციისა და ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ბათუმის ბულვარში, ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე საფარი უსახური ჯიხურებისა და მცურავი სატრანსპორტო საშუალებებისგან გაიწმინდა, რომლებიც აღნიშნულ ადგილას ნებართვის გარეშე იყო განთავსებული.

ნავსაყუდელის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანების, კორდის დაგების, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე