“თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 21.11.2016
ნანახია: 1302

შპს “თბილსერვის ჯგუფი“  მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. წყნეთში, ბეთნიაში, კოჯორსა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და დაიყარა ტექნიკური მარილი.

ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე რჩება ტექნიკა და საჭიროების შემთვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება. 

შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2 61 90 50

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე