თურქეთში გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 103 პედაგოგი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 18.11.2016
ნანახია: 1634

თურქეთის პროკურატურამ სტამბოლში ილდიზის უნივერსიტეტის 103 პედაგოგის დაკავების ორდერი გასცა. მათ ოპოზიციონერ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად.

ტელეარხ NTV-ის ინფორმაციით, პოლიცია უნივერსიტეტში პედაგოგების დაკავების ოპერაციას ატარებს.

გიულენის ორგანიზაციასთნ კავშირისთვის თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ 32 ათასი ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი ამ დროისათვის 70 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელეა გათავისუფლებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე