წყნეთში დევნილების კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 16.11.2016
ნანახია: 1708

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დაბა წყნეთის „ა" ზონაში აქტიურად მიმდინარეობს შერვაშიძის შესახვევის 14-ე კორპუსის გამაგრების სამუშაოები.

ტერიტორიაზე უკვე დასრულდა საცხოვრებელი სახლის საძირკვლის მიწისქვეშა გამაგრება. ამ ეტაპზე კი კედლების დამუშავება მიმდინარეობს - აგურის კედლების გასამაგრებლად მოწყობილია არმატურის ბადეები.

შერვაშიძის შესახვევის 14-ე კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.

გეგმის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 30 ნოემბრით თარიღდება. პროექტის ღირებულება 27 581.22 ლარს შეადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე