გლდანის რაიონში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:03 | 16.11.2016
ნანახია: 1307

გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა გლდანის ხევსა და მუხიანის დასახლებაში.  გლდანის ხევში, II-IIა კორპუსებისა და ლაგურაშვილის ქუჩის #3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერებში გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა 70-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დარგეს. ნერგების სიმაღლე, საშუალოდ, სამი მეტრია.

გლდანის რაიონის გამგეობა საშემოდგომო რგვების პროცესში აქტიურადაა ჩართული. რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა სკვერში უკვე დაირგო 200-მდე ძირი ხის ნერგი. პროცესი გრძელდება და თვის ბოლომდე სკვერების გამწვანება კვლავ იგეგმება.

ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. ხეების მოვლის პასუხისმგებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს.

საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე