ერაყში აფეთქებების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:14 | 14.11.2016
ნანახია: 1545

ერაყში აფეთქებების სერიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი - დაიჭრა. ტელეარხ ”ალ არაბიას” ცნობით, ინციდენტი ბაღდადიდან 100 კმ-ში მდებარე ქერბელას პროვინციაში მოხდა.

ხელისუფლების წარმომადგენლის ინფორმაციით, კიდევ 6 თვითმკვლელი ტერორისტი ცდილობდა თავის აფეთქებას  ადმინისტრაციული ცენტრის გარეუბნებში, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათი განეიტრალება  შეძლო.
ქვეყანაში მოქმედ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე