დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:43 | 09.11.2016
ნანახია: 1364

დიდუბის რაიონში დაზიანებული მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ ეტაპზე, ქურდიანის ქუჩა 4-სა და 6 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის 21  და მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსებთან, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სკვერების რეაბილიტაციას ახორციელებს.

რეაბილიტაციის შემდგომ შეიცვლება დაზიანებული დეკორატიული ფილები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, საჩრდილობლები და ა.შ.

 სკვერების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 9 მისამართზე. კონტრაქტორმა კომპანიამ მთლიანად განაახლა სკვერებში არსებული ამორტიზებული ინვენტარი.

 2016 წლის განმავლობაში დიდუბის რაიონის გამგეობამ 8 ახალი სკვერი მოაწყო, ხოლო 51 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე