გლდანის რაიონში საშემოდგომო რგვები დაიწყო
საქართველო, თბილისი - 13:32 | 09.11.2016 ნანახია: 1358
გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-10 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაზე 30-მდე ძირი ჰორიზონტალური კვიპაროსი დაირგო. ხეების სიმაღლე 3 მეტრია
გამწვანების ღონისძიებაში გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, გამგეობის სხვა თანამშომლებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა.
,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მოსახლეობის ინტერესებისა და მომართვიანობის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მსგავსი ღონისძიებები, რაიონის მასშტაბით, თვის ბოლომდე კიდევ არა ერთ მისამართზე გაიმართება,‘’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.
ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ხეების მოვლის პასუხისმგებლობა მოსახლეობამაც აიღო.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არა ერთ ობიექტზე იგეგმება.
თბილისის მასშტაბით, გამწვანების სეზონური ღონისძიებები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია. თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მისივე თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება სკვერებსა და პარკებში, სადაც აღდგება დაზიანებული კორომები.
საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
პოლიტიკა
- თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ, ერთი თავი გაქვთ თქვენც და ერთი თავი გვაქვს ჩვენც, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში - ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკოსებს
- მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტია უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებები 137 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- მე ამ განცხადებას დავარქმევდი პასუხისმგებლობის აღებას კრიმინალსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - კობახიძე ევროკავშირის საბჭოს ანგარიშზე
- 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პრობლემის სიმწვავე მოითხოვს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ, კონსტიტუციურ რეაგირებას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















