ავსტრალიის სენატმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 08.11.2016
ნანახია: 1587

ავსტრალიის მთავრობის წინადადებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცისთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პარლამენტის ზედა პალატამ მხარი არ დაუჭირა.

მთავრობის ინიციატივას მხარი 29 სენატორმა დაუჭირა, 33-მა კი წინააღმდე მისცა ხმა.

სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად ავსტრალიელთა უმეტესობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის მომხრეა.

ექსპერტების თქმით, პარალმენტის უარყოფითი პოზიცია სერიოზული  დარტყმა იქნება პრემიერ-მინისტრ მალკოლმ ტიურნბულის კოალიციური მთავრობისათვის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე