სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 09:34 | 08.11.2016
ნანახია: 1429

სირიაში გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის თაობაზე ადგილობრივები საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ხანგოშვილი სირიაში 2013 წლიდან იმყოფება. 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი იყო.

გავრცელებული ცნობით, ის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ახლო გარემოცვაში იყო. ხანგოშვილი საბრძოლო შეტაკებების დროს დაიღუპა. გარდაცვლილის ოჯახი სამძიმარს უკვე იღებს.

ეს პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის გარდაცვალების უკვე მეოცე შემთხვევაა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე