ქურთულმა შენაერთებმა მოსულთან მდებარე ქალაქი დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 07.11.2016
ნანახია: 1709

ქურთთა პეშმერგას შენაერთებმა ისლანისტების მიერ კონტროლირებადი ერაყის ქალაქი ბააშიკა დაიკავეს, რომელიც ქალაქ მოსულიდან 13 კმ-ში მდებარეობს.

სააგენტო Rudaw-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციამ საჰაერო ერიში მიიტანა ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე. ბააშიკა პეშმერგას ძალებს ორი კვირი განმავლობაში ალყაში ჰყავდათ მოქცეული.  

კოალიციის თვითმფრინავები პეშმერგას ძალებს ჰაერიდან ეხმარებიან. ქურთული შენაერთების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქში ათობით ისლამისტია დარჩენილი. მათი ვარაუდით ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია დღის ბოლომდე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე