პარიზში მეტროსადგურ „სტალინგრადთან ლტოლვილთა ბანაკის დაშლა დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 13:25 | 04.11.2016
ნანახია: 1855

პარიზში მიგრანტთა ბანაკის ევაკუაცია გრძელდება. მეტროსადგურ „სტალინგრადის“ ტერიტორიაზე კარვების დემონტაჟი დილის 6 საათიდან დაიწყო. ამ დროისათვის ბანაკი 300-ზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მათი ევაკუაცია პოლიციასთან შეტაკების გარეშე ხორციელდება. მიგრანტებს სპეციალური ავტობუსებით ლტოლვილთა მიმღებ ცენტრებში გადაანაწილებენ. გასულ კვირას მიგრანტთა ბანაკის, ე.წ. „ჯუნგლების“ ევაკუაცია დასრულდა საპორტო ქალაქ კალეშიც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე