„ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში“ - ფართომასშტაბიანი აქციები იწყება

საქართველო, თბილისი - 12:07 | 04.11.2016
ნანახია: 1383

„ნაჯახით ნაცემი მუშები-ყველანი ქუჩაში“ - ამ სახელწოდებით დღეს ზვარეში მუშების ცემის ფაქტს აქცია-მსვლელობით გააპროტესტებენ.

აქცია სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე დაანონსდა და მასში მონაწილეობას რამდენიმე ორგანიზაცია მიიღებს.

ესენია: თბილისის სოლიდარობის ქსელი, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი, პროფესიულ რკინიგზელთა კლუბი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC), European.ge, საქართველოს მედიის პროფკავშირი, თეთრი ხმაურის მოძრაობა, სახელოსნო Praxis, ირიბი მოქმედების კიბერთეატრი, მწვანე მუშტი, აუდიტორია #115 და ახალგაზრდა მწვანეები.

აქცია ცინცაძის ქუჩზე “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან დაიწყება, შემდგომ კი მსვლელობით საქართველოს რგინიგზასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები შსს-სგან ინციდენტისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას და ჩინური კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ. მათ თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს "საქართველოს რკინიგზამაც".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე