მთიან აჭარაში უხვთოვლობამ პრობლემები შექმნა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 03.11.2016
ნანახია: 1338

ახალციხის დამაკავშირებელი მაგისტრალი და გოდერძის უღელელტეხილის მონაკვეთი ჩაკეტილია. დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე ერთ მეტრს მიაღწია, სოფლებში ნახევარ მეტრს, ხულოს ცენტრში კი 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. შუახევსა და ქედაში რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაააქტიურდა მეწყრული პროცესებიც. პრობლემებია ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც, სადაც სეტყვამ ციტრუსი დააზიანა. ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე