ავღანეთში 32 ჯიჰადისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 01.11.2016
ნანახია: 1497

ავღანეთში მასშტაბური ანტიტერორისტული რეიდები ტარდება. სახელისიფლო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 32 ჯიჰადისტი გაანადგურეს.

სპეცოპერაციები კუნდუზის, ფარაჰის, ბადგისის, ბალგანის, ჰელმენდისა და ურუზგანის პროვინციებში ჩატარდა.

ქაბულმა ანტიტერორისტული ოპერაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კუნდუზსა და რამდენიმე დასახლებულ რაიონზე მასირებული იერიშები მიიტანეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე