იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ერთი დღით გამოიფინა
საქართველო, თბილისი - 13:35 | 21.10.2015 ნანახია: 2564
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი რვა უძველესი ხელნაწერი მხოლოდ ერთი დღით გამოიფინა. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
ეროვნულ არქივში დაცული უძველესი რვა ხელნაწერი იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა.
ეს გადაწყვეტილება მიიღო იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუ-დაბიში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ორწლიანი განხილვის დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა.
ამიერიდან იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის:
- ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე. 2. ფსალმუნები, X საუკუნე. 3. ლექციონარი, X საუკუნე 4. ნევმირებული ძლისპირი, X-XI საუკუნეები და პალიმფსესტები: 5. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1440/1462 წელი. წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი. 6. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1441 წელი, შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი. 7. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე; სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1447 წლის 25 დეკემბერი. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი VIII-ის მიერ. 8. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური; თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი - IX საუკუნე. ზედა ფენა: კუთხოვანი ნუსხური; ХIII-XIV საუკუნის მარხვანი.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას. მასში საქართველოს მხრიდან, ეროვნული არქივის უძველეს ხელნაწერთა კოლექციასთან ერთად, შეტანილია: ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" (2013 წელი); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია (2013 წელი) და ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები (2011 წელი).
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















