ზუგდიდის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველო, თბილისი - 17:06 | 31.10.2016
ნანახია: 1333

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.   

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.  

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარების მშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების  მაგისტრალური მილსადენი. 

წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტი, რომლის ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია 2018 წლის დეკემბერში დასრულდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე