„საქართველოს მელიორაცია” მერეთის თემის სოფლების საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 31.10.2016
ნანახია: 1318

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია”  გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს.  სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის  დასრულდება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე