მოსულზე იერიში სამდღიანი პაუზის შემდეგ განახლდა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 31.10.2016
ნანახია: 1409

 

ერაყის სახელისუფლებო ძალებმა მოსულზე იერიში სამდღიანი პაუზის შემდეგ განაახლეს. ამის შესახებ სააგენტო ”როიტერი” სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    როგორც ცნობილია, ერაყის ხელმძღვანელობამ მიღწეული წარმატების გასამყარებლად სამი დღის წინ მოსულზე შეტევა შეაჩერა.

იერიში აღმოსავლეთის მიმართულებით განახლდება, რომლის მიზანიც მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპირო იქნება.

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან გასათავისუფლებლად მოსულზე მასირებული იერიში 17 ოქტომბრიდან ხორციელდება. სამხედრო ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ძალები, ქურთების ”პეშმერგას” შენაერთები და საერთაშორისო კოალიციის ავიაცია მონაწილეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე