რა გახდა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში 59 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?

საქართველო, თბილისი - 10:33 | 28.10.2016
ნანახია: 1500

რა გახდა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში  59 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი?- ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის პრობლემებით შეიყვანა. მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მეორე დღეს ექიმებმა ოჯახის წევრებს პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

ნათესავების მტკიცებით, გარდაცვლილის სხეულზე დალურჯებები, თავის არეში კი ჭრილობა ფიქსირდება, ამიტომ, ოჯახის მოთხოვნით, ექსპერტიზა ჩატარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ფაქტს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე