ჯვრის უღელტეხილსა ბულაჩაურში მოძრაობა აღდგა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 26.10.2016
ნანახია: 1527

ჯვრის უღელტეხილისა და დუშეთის რაიონში-ბულაჩაურის შემოგარენში მოძრაობა აღდგა.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთებზე მოძრაობა დიდთოვლობის შედეგად ცოტა ხნით შეიზღუდა. ამჟამად გზები გაწმენდილია, მაგრამ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.  ბულაჩაურის შემოგარენში მოძრაობა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით აიკრძალა, ხოლო სხვა ყველა ტრანსპორტისათვის დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვებით.   



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე