საჯარო დისკუსია: „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“
საქართველო, თბილისი - 11:00 | 21.10.2015 ნანახია: 2537
ყოველი წლის ოქტომბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსახილველად გამოაქვს ფსიქიატრიული სფეროს ყველაზე აქტუალური თემა. 2015 წლის თემაა „ღირსება და ფსიქიკური ჯანმრთელობა", რაც გულისხმობს ბენეფიციარებისა და დარგის სპეციალისტების ღირსებისა და უფლებების დაცვას.
ამ გზავნილის საპასუხოდ, დღეს. 21 ოქტომბერს, გაიმართება საჯარო დისკუსია - „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ თემებზე:
- საქართველოში ფსიქიატრიული სფეროს პრობლემების შეფასება - სტერეოტიპები, სტიგმა, დარგის დისკრიმინაციის მცდელობა;
- საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ - პაციენტთა უფლებების დარღვევა, დაავადების მართვის არასწორი მეთოდები.
ორგანიზატორები: საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია.
მონაწილეები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი, მედია.
დისკუსიის შემდეგ, დაიწყება ხელმოწერები პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაა: „გადაიხედოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-8/ნ ბრძანების დანართი 2 (2015 წლის 30 მარტი) და №01-21/ნ ბრძანების დანართი 12 (2015 წლის 15 ივლისი), რომლებითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ და დაუყონებლივ მოხდეს მათი შესწორება საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში აღიარებული დაავადებათა კლასიფიკატორების გათვალისწინებით“.
საჯარო დისკუსია გაიმართება: 21.10.2015, 14:00 საათზე.
მის: გუდიაშვილის N7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















