კომპანია “მმმ ჯგუფი“ ბათუმში საწარმოს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 13:21 | 19.10.2016
ნანახია: 1396

კომპანია “მმმ ჯგუფი“ ბათუმში საწარმოს ააშენებს. კომპანიამ  ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში მდებარე შენობა ნაგებობა და მასზე მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირობებიან აუქციონზე 242 ათას ლარად შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, “მმმ ჯგუფი“ ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში, შეძენილ ტერიტორიაზე, სამრეწველო დანიშნულების საწარმო და არანაკლებ 500 კვ.მ ფართობის სასაწყობო მეურნეობა აამოქმედოს.

 საწარმოოს ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი საქართვლოს მინიმუმ 15 მოქალაქე დაასაქმოს,

 

 


პოლიტიკა