მამაკაცი, რომელმაც 15 ადამიანი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 19.10.2016
ნანახია: 1559

დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი, რომელმაც ბრიუსელის სუპერმარკეტში 15 ადამიანი მძევლად აიყვანა, პოლიციას ჩაბარდა.

ტელეარხი VRT-ი ინციდენტს ძარცვის წარუმატებელ მცდელობას უკავშირებს, თუმცა თავდამსხმელის ნამდვილი მიზნები უცნობია.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, სუპერმარკეტის თავზე კი ვერტმფრენი დაფრინავს. სავაჭრო დაწესებულების ირგვლივ პოლიციელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე